ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: ეკლესია
უფალმან იესო ქრისტემან დააწესა ყოველსა ქვეყანასა ზედა წმიდა ეკლესია, რომელი ყოველსა კაცსა გარდასცემს სასოებასა, სწავლასა, მადლსა და ცხოვნებასა მისსა. ვინც ეკლესიას არ ეკუთვნის, იგი არ არის ქრისტიანე, მისთვის, რომელ ვერ მიიღებს მადლსა იესო ქრისტესსა.