ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: ეკლესია
ვინც ეკლესიაში მოვა და წირვა–ლოცვას ისმენს დაფანტულითა გონებითა, ეკლესიითგან რომ გავა, არაფერი მადლი არ გაყვება; ზოგიერთნი საცოდავნი, უსწავლელნი კაცნი ისე ფიქრობენ, რომ ოღონდ წირვას დაესწროს, ორიოდე პირჯვარი გადაიწეროს, მეტი არაფერი საჭირო არ არისო. რას კითხულობენ ეკლესიაში და რას გალობენ? რა დარიგება, რა აზრები იყო წარკითხულსა სახარებასა და სამოციქულოში, რას ნიშნავს და რას მოასწავებს სხვა და სხვა მოქმედება ეკლესიასა შინა? ამას არავინ არ კითხულობს.