ავტორი:
წმ. იოანე ოქროპირი
თემა: ეკლესიაში კრძალვა, ეკლესია
აქა ეკლესიასა შინა ახსენებდეთ, რამეთუ ამისთვის შემოვალთ წმიდასა ამას ადგილსა, რათა განვიბანნეთ ბიწნი ცოდვათანი. უკეთუ კვლავ აქა მასვე ბილწებასა შინა ვართ, უმჯობეს არს ყოვლადვე არა შემოსვლა აქა. ნუმცა ვინ უკვე ეკლესიასა შინა სოფლისასა ზრუნავს, არამედ უფროსად სოფელსა შინა ეკლესიისასა იხსენებდეთ. უფროს ყოვლისა ესე იყავნ პატიოსან, რამეთუ ესე სულისა არს, - ხოლო იგი ხორცთა. და უფროსად აქა თქმულნი სიტყვანი საღმრთონი სულთაცა და ხორცთაცა სარგებელ არიან. ამისთვის ჯერ არს, რათა ესე იყოს საქებელ ჩვენდა შინაგანად, ხოლო სხვა იგი ყოველი გარეწარად. რამეთუ ესე ამასცა ცხოვრებასა სარგებელ არს და მერმესაცა, ხოლო ვნებანი აქაცა მავნებელ არიან და მუნცა. რამეთუ სახლი ესე ეკლესია სამკვიდრებელ უფლისა არს, რომელი არა თუ საუკუნესა ოდენ გვასწავებს, არამედ საწუთოსაცა, თუ ვითარ ვიყოფოდეთ და რაიცა გარე წყლულება მოგვეახლოს, აქა ეკლესიისაგან განვიკურნებოდეთ.