image
ავტორი: ილია II

თემა: ცოდვა,  სიმდიდრე,  ვერცხლისმოყვარება

თავისთავად სიმდიდრე ცოდვა არ არის, თუ იგი გონივრულად იქნება გამოყენებული და თანაც არა მხოლოდ პირადი კეთილდღეობისათვის.
    ერთ მდიდარს იმდენად უყვარდა ოქრო, რომ დასახარჯადაც ვერ იმეტებდა; შინ იკეტებოდა, ოქროს ფულს იატაკზე ფენდა, ტანზე იხდიდა და მასზე წვებოდა, რადგან ამით დიდ სიამოვნებას იღებდა.
    ამის საპირისპირო მაგალითია ალექსანდრე მაკედონელი. მან მრავალი ქვეყანა დაიპყრო და მისმა ჯარმა დიდი ალაფი იგდო ხელთ. როცა მხედართმთავრებს მასთან ეს სიმდიდრე მიჰქონდათ, იგი თავისთვის არაფერს იტოვებდა და მას ხალხს, ჯარისკაცებს ურიგებდა. როცა ეკითხებოდნენ: შენ რაღა დაგრჩაო? პასუხობდა, ჩემთვის იმედი დავიტოვეო.
    სიკვდილის წინ კი დაიბარა: საკაცეზე ხელჩამოშვებული დაესვენებინათ, რათა ყველას დაენახა, რომ იმქვეყნად არაფერი მიჰქონდა.
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები