image

თემა: ეკლესია

რაც გინდა ცოდვილი იყოს კაცი, ყოველთვის გაღებული არის მისთვის კარი ეკლესიისა. წმიდა ეკლესია არის დედა ჩვენი, რომელმან გვშვა ჩვენ ემბაზისაგან. დედა არ დაივიწყებს თავის შვილსა, როგორიც უნდა იყოს მისი შვილი. დედას უფრო ებრალება თვისი შვილი, უბედურებაში ჩავარდნილი. ქვეყანამ რომ უარგყოს, საკუთარმა დედამ რომ აღარ მიგიღოს და შერცხვეს შენი, წმიდა ეკლესია არ დაგივიწყებს შენ და არ გაგაგდებს, არამედ ყოველთვის ელის, რომ მიიქცე მისდამი და მიიღო მისგან სულიერი განახლება და განწმენდა.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები