image

თემა: ეკლესია

„ვითარ საყვარელ არიან საყოფელნი შენნი, უფალო ძალთაო. სურის და მოაკლდების სულსა ჩემსა ეზოთა მიმართ უფლისათა“. ესრედ დაიწყებს წინასწარმეტყველი დავით იმ ფსალმუნს, რომელსა შინა აღწერს ეკლესიის მნიშვნელობასა. მიჰხედე, რა სახით აღწერს სულითა ღვთისათა საყდარსა. რა საყვარელი არის, ღმერთო, საყდარი შენიო. მსურის ფრიად შესვლა საყდარშიო, იმ სახით, რომ სული და გული დამელია, ვიდრემდის შევიდე მას შინაო. დავით იყო წინასწარმეტყველი და მეფე, მაშასადამე – მდიდარი, შემძლებელი, ბედნიერი. თუ ამისთანა კაცს ისე ძლიერ ჰსურდა ეკლესიაში შესვლა, რომ სული ელეოდა, ვიდრემდის აღასრულებდა თავის სურვილს, ჩვენ რომ ერთი საწყალნი და უღონო კაცნი ვართ, უფრო არ უნდა გვსურდეს და გვიყვარდეს სიარული საყდარსა შინა უფლისასა? საწყალი და უბედური კაცი საყდარში უნდა ეძიებდეს ნუგეშსა, ღონესა, მხნეობასა, ძლიერებასა, ლოცვითა და ღვთის მადლითა.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები