ავტორი:
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
თემა: სათნოებები, სიწმინდე, ცოდნა, სასუფეველი, სიკეთე, დიდებისმოყვარეობა, ვნებები, უცოდინრობა
34. სათნოებებში ღვაწლისათვის ჯილდოა უბიწოება და ცოდნა. როგორც ესენია ჩვენთვის ცათა სასუფევლის მიზეზი, ასევე ვნებები და უცოდინრობა - ჯოჯოხეთის ტანჯვათა. ამიტომ ვინც მათ ამქვეყნიური დიდებისათვის ეძიებს და არა იმისათვის, რომ ეს სიკეთეა, წმინდა წერილი ეუბნება: "ითხოვთ და ვერ მიიღებთ, რამეთუ ბორიტად ითხოვთ" (იაკ. 4,3).