თემა: მოთმინება, მოუთმენლობა, მწუხარება, სასოწარკვეთილება
მოუთმენელი ადამიანი ნებისმიერ შემთხვევაში ამრავლებს თავის მწუხარებას და სასოწარკვეთილებასთან ახლოს იმყოფება: მაგრამ ის, ვინც მწუხარებისას მოთმინებით აღიჭურვება, მოუთმენელზე ბევრად ახლოს იმყოფება ბედნიერ ცვლილებასთან და ბოროტებას ისე ძლიერ არ გრძნობს, რადგან არ დრტვინავს და არ წუწუნებს, ტანჯვა-წამებისას. ამიტომაც, რაც სიჩუმითა და მოთმინებით იტანს ადამიანი მწუხარებას, მით უფრო მწიფდება იგი და სრულიქნება და შესაბამისად, უფრო უახლოვდება გამოხსნისა და გადარჩენის წუთს (მთ. 24. 13).