
ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: ეკლესია
„ნეტარ არიან, რომელნი დამკვიდრებულ არიან სახლსა შენსა, უკუნითი უკუნისამდე გაქებდნენ შენ“. ნეტარ არს კაცი, რომლისა სული დამკვიდრებული არის საყდარსა შინა, ესე იგი ხშირად დადის საყდარში და როდესაც საყდარში არ არის, მაშინაც კი საყდარში აქვს სული და გული. ესრეთი კაცი უკუნითი უკუნისამდე აქებს უფალსა, აქებს მისთვის, რომ დიდსა მადლსა მიიღებს ღვთისაგან.