
თემა: განსაცდელები, მწუხარება
როდესაც ვინმე იმ წამალს გაწვდით, რომელიც ჯანმრთელობის აღსადგენად გამოცდილმა ექიმმა გამოგიწერათ, წამლის დალევისას ხომ არ ფიქრობთ იმ ხელზე, ვინც სამკურნალო საშუალება მოგაწოდათ, არამედ იმაზე, ვინც საჭიროდ ჩათვალა, რომ ის მიგეღოთ. სწორედ ასევე მოიქეცით სულიერი განსაცდელის ჟამს - თქვენი გონება მხოლოდ უფალს მიმართეთ, რომელიც მიუწვდომელი სიბრძნით გიგზავნით მწუხარებას, რათა თქვენი სულიერი სიმართლე აღადგინოს.