ავტორი:
წმ. ისიდორე პელუზიელი
თემა: ღვთისმსახურთა მიმართ, ცოდვა
როდესაც გემზე მოცურავე უშვებს შეცდომას, ეს მასთან ერთად მოცურავეებს დიდ ზიანს არ აყენებს; ხოლო, როდესაც მესაჭე უშვებს შეცდომას, ამას საყოველთაო სიკვდილი მოაქვს; ასევე ხელქვეითთა ცოდვით დაცემა საზოგადოებას იმდენად არ ავნებს, როგორც თვით მათ, ხოლო სამღვდელო ხარისხის მქონეთა ცოდვებს ყველასთვის ზიანი მოაქვს.