ავტორი:
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე
თემა: გართობა, ეკლესია, რჯულის კანონები
849. ეკლესიის კანონმდებლობა გვიანი საღამოს და ასევე წარმართულ დღესასწაულთა სანახაობებს კრძალავს (სანახაობები, თამაშები და წარმოდგენები აკრძალულია მე-6 მსოფლიო კრების 24-ე და 51-ე კანონით და კართაგენის კრების 57- ე კანონით, - შენიშვ). ხოლო გამგებელს მისი დარღვევა სურს; რას მიბრძანებ, რა მივწერო მას ამის შესახებ?
ასე მისწერე მას: მოციქულის სიტყვის თაანხმად, შენ ღვთის მსახური ხარ“ (რომ 13, 4) და ნაბრძანები გაქვს მისი მცნებების დაცვა ისევე, როგორც მე მაქვს ნაბრძანები. ამრიგად, ჩვენ ეკლესიის უფლებების და უპირატესობის დაცვა ღვთის სადიდებლად და ჩვენს საქებრად მოგვეთხოვება. გვიყვარხართ რა, როგორც ჩვენი მეგობარი, შეგახსენებთ ამას, რამეთუ ქრისტიანებს და თქვენნაირ ქრისტესმოყვარე პიროვნებებს არ შეჰფერით ის, რომ ადამიანური გართობები, რომლებიც სულს აზიანებენ, ღვთის მსახურებას ამჯობინონ.
850. კონსტანტინოპოლში მცხოვრები ჩვენი მოქალაქე, ვიღაც ცნობილი და ძლიერი პიროვნება, ძალიან ცდილობს, რომ ეს სანახაობები ჩვენთან შემოიტანოს, ამიტომ ხომ არ მიბრძანებ რაიმე მივწერო მას? ხოლო თუ ის ზიანის მოყენებას შეეცდება, ილოცე, რომ მან ეს ვერ შეძლოს.
მისწერე მას ასე: ჩემო შვილო, მთელი ჩვენი ლოცვა იმაში მდგომარეობს, რომ ღმერთმა ქრისტიანული რწმენა და ხალხში მისდამი შიში გაამრავლოს და რომ ეკლესიის რქა აღამაღლოს. ის ჩვენი ცხონების იმედია. ჩასწვდი იმას, საჭიროების შემთხვევაში, საიდან ვიღებთ დახმარებას თუ არა ეკლესიისა და წმინდანთა ლოცვებისაგან. ვინც მას მიმართავს, ის საჭიროების შემთხვევაში პოულობს დახმარებას და ლოცვებს. ყველანაირი სანახაობა კი შინაარსით სხვა არაფერია, თუ არა ეშმაკის ხაფანგები. ვინც მათ მოწყობაზე ზრუნავს, ის ქრისტეს სამწყსოსაგან განვარდება და ეშმაკის კერძი ხდება. ჩვენ კი ვიცით, რომ თქვენ, ქრისტეს ეკლესიის შვილები, ყოველთვისაც მისთვის სათნო საქმეების კეთებას ცდილობთ და არ გჭირდებათ სწავლა; მაგრამ მხოლოდ შეგახსენებთ, რომ იმათთან ურთიერთობაში არ შეხვიდეთ, რომლებიც ეშმაკისეული სანახაობების დაწესებას ესწრაფვიან. რამეთუ, საჭიროების შემთხვევაში, ისინი ვერანაირ სარგებელს ვერ მოიტანენ, არამედ მხოლოდ იმათ დაღუპავენ, ვინც მათკენ მიისწრაფვიან. თუ ვინმეს გული ღვთისკენაა მიმართული და განწყობილია, რომ მისთვის სათნო დაწესებულებები მოაწყოს, ასეთი ადამიანი კადნიერად მოუხმობს მას მწუხარების დღეს და უფალი მოუსმენს მას, რამეთუ ის, ვინც თითოეულს თავის საქმეების მიხედვით მიუზღავს. თქვენ იცით, რომ „წარვალს ხატი ამის სოფლისაი“ (1 კორ. 7, 31), ღვთის რწმენა კი უკუნისამდე რჩება.
მისწერე მას ეს და იღვაწებ რა ღვთის რწმენისთვის და გეყოლება დამხმარედ ღმერთი, ნუ შეგეშინდება ადამიანებისაგან დაზარალებისა; რამეთუ მისი მოწინააღმდეგენი დაინთქმებიან, როგორც ფარაონი მეწამულ ზღვაში, ხოლო მისი უეჭველი მორწმუნე უძრავად იდგება მყარ კლდეზე.
მისწერე მას ეს და იღვაწებ რა ღვთის რწმენისთვის და გეყოლება დამხმარედ ღმერთი, ნუ შეგეშინდება ადამიანებისაგან დაზარალებისა; რამეთუ მისი მოწინააღმდეგენი დაინთქმებიან, როგორც ფარაონი მეწამულ ზღვაში, ხოლო მისი უეჭველი მორწმუნე უძრავად იდგება მყარ კლდეზე.