ავტორი:
წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი
თემა: ცოდვა, მცნებათა დაცვა, ადამიანის სიყვარული ღვთისადმი, აღსარება
ღმერთის სიყვარულის სწავლა გწადია? განეშორე ყოველ საქმეს, სიტყვას, აზრს, გრძნობას, რომელიც სახარებამ აგიკრძალა. განეშორე ცოდვას, ესოდენ საძაგელს ღმრთის წინაშე - ამით უჩვენე და დაუმტკიცე ღმერთს შენი სიყვარული. იმ შეცოდებებს, რომლებსაც კაცობრივი უძლურების გამო მაინც ჩაიდენ, მყისვე აღსარებით უწამლე. თუმცა უმჯობესი იქნება, თუ ფხიზლად უდარაჯებ საკუთარ სულს და არც ამ ცოდვებს გაიკარებ.
„ამისთვის შევიყვარენ მცნებანი შენნი უფროის ოქროისა და ანთრაკისა; ამისთვის ყოველთა მიმართ მცნებათა შენთა წარვემართე და ყოველი გზაი სიცრუვისა მოვიძულე“ (ფსალმ. 118, 127-128), ამბობს წინასწარმეტყველი. ამგვარი საქციელი აუცილებელია ღმერთის ერთგულების დასაცავად.