
ავტორი:
წმ. დიმიტრი როსტოველი
თემა: მოთმინება, მწუხარება, წმინდანები
ყველა წმიდანი ცხოვრებას მწუხარებასა და ნაღველში, მოთმინებასა და დევნაში ატარებდა: რა? მარტო შენ გინდა დარჩე ყოველგვარი ტანჯვისა და მწუხარების გარეშე? თუ შენ მარტოს გინდა იყო ღვთის იმ რჩეულთა რიცხვში, არაფრის დათმენა რომ არ გსურს? ეს არ მოხდება.