image

თემა: ეკლესია,  მიტევება

836. ჩემო მამაო! თქვენი წმინდა სიტყვების მეოხებით ეკლესიამ ღვთისაგან დიდი დახმარება მიიღო. ზოგიერთი მისი შეურაცხმყოფელი და ეკლესიის წევრებზე თავდამსხმელი მშვიდობას და პატიებას ითხოვს მოყენებული შეურაცხყოფებისთვის; ამასთანავე, გვპირდება, რომ ჩვენს მოთხოვნებს დაააკმაყოფილებს და ჩვენს მოწინააღმდეგეებს დაამშვიდებს. როგორ მიბრძანებ: მივიღო ისინი, თუ არა?
თუ ითხოვენ, მიიღე მისი გულისთვის, ვინც ერთმანეთის პატიება გვიბრძანა (ლუკა 6, 37) და დაუშვი, რომ დასაჯონ ისინი, მაგრამ არა დაუნდობლად და ულმობელად, არამედ დაინდე და ზომიერების მაგალითი მიეცი მათ, რათა ყველას საკუთრება სამართლიანად იყოს დაცული.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები