image

თემა: სათნოებები,  მარხვა,  ხორციელი მღვიძარება,  შრომა,  მოწყალება,  სიყვარული,  სულგრძელება,  სიმშვიდე

57. სათნოებათაგან ზოგი ხორციელია და ზოგი - სულიერი. ხორციელია: მარხვა, მღვიძარება, შიშველ მიწაზე წოლა, მსახურება, ხელსაქმის კეთება იმისათვის, რომ სხვებს არ დააწვე ტვირთად, მოწყალება გაიღო და სხვა; ხოლო სულიერია: სიყვარული, სულგრძელება, სიმშვიდე, თავშეკავება, ლოცვა და სხვა. ამრიგად, თუ რაიმე მიზეზის, უძლურების ან ავადმყოფობის და სხვათა გამო ჩვენ არ ძალგვიძს ზემოაღნიშნულ ხორციელ სათნოებათა აღსრულება, ამ შემთხვევაში გვწყალობს და გვაპატიებს უფალი, რომელმაც უწყის ამის მიზეზები; ხოლო, როცა სულიერ სათნოებებს არ აღვასრულებთ, მაშინ არანაირ შენდობას არ ვიმსახურებთ, რამეთუ მათ არ ეღობებათ ამგვარი დაბრკოლებანი.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები