
ავტორი:
წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი
თემა: ცოდვა, სრულყოფილება, ღმერთი, ბოროტება
უფალი არის სრულყოფილი სიკეთე, რომელიც უნდა გვიყვარდეს, ხოლო ცოდვა – უკიდურესი ბოროტება, რომელიც უნდა გვძულდეს და ვთაკილობდეთ. უფალი – სრულყოფილების უსაზღვრო მორევია, ხოლო ცოდვა – ბოროტება, უკიდურესად აღმატებული ყველა ბოროტებაზე. უფალი ის არსებაა, რომელთან შედარებითაც ყველაფერი არაფრად ჩანს, ხოლო ცოდვა იმდენად საზიზღარი სიბილწეა, რომ მასთან შედარებით ყველა სხვა უბედურებას ბოროტებას ვერც კი ვუწოდებთ. დაბოლოს, ცოდვა უზარმაზარი ურჩხულია როგორც აქ, ისე მომავალ ცხოვრებაში.