
ავტორი:
ილია II
თემა: ეკლესია, სასუფეველი, რწმენა, სიყვარული
ეკლესიის ცხოვრებაში, როგორც საიდუმლოში, არის ორი მხარე: გარეგნული მხარე, რომელიც მოიცავს ადამიანის ამქვეყნიურ ცხოვრებას, დაფუძნებულს ქრისტიანულ რწმენასა და სიყვარულზე. და მეორე მხარე - მისტიური, რომელიც იწყება აქ, დედამიწაზე და ზეციური სასუფევლის მარადიულობაში გრძელდება.