ავტორი:
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
თემა: ცოდვა, სათნოებები, სიმდაბლე
67. ამბობენ, ხუთი მიზეზის გამო დაუშვებს ღმერთი, რომ დემონები შეგვებრძოლონ: პირველი მიზეზია ის, რომ ჩვენ, ნაბრძოლთ და წინააღმდეგობაგამოვლილთ, შეგვეძლოს სათნოებისა და ცოდვის გარჩევა; მეორე - როცა ჩვენ ბრძოლითა და შრომით მოვიპოვებთ სათნოებებს, მტკიცედ და ერთგულად დავიცავთ მათ; მესამე - ჩვენ, სათნოებებში წარმატებულები, ჩვენს თავზე მაღალ წარმოდგენას კი არ ვიქონიებთ, არამედ სიმდაბლეს ვისწავლით; მეოთხე - როცა საქმით გამოვცდით ცოდვის ბოროტებას, სავსებით შევიძულებთ მას; მეხუთე და უმთავრისია ის, რომ ჩვენ, უბოწოქმნილთ, არ დაგვავიწყდება ჩვენი უძლურებანი და ჩვენი შემწე ძალნი.