image

თემა: ვნებები,  ცოდვა,  წუთისოფლის სიამოვნებანი

მოჩვენებითი კმაყოფილება, რომელსაც ჩვენ ვნებები გვანიჭებენ, სხვა არაფერია, თუ არა ცრუ საკვები, რომელიც უფრო მეტ შიმშილსა და უძლიერეს წყურვილს აღაგზნებს ჩვენს სულში და ვერასოდეს აკმაყოფილებს მის მოთხოვნილებებს. როგორც მოგზაური, მოტყუებულილ მოჩვენებებით, რომლებიც ხშირად ჩნდებიან აღმოსავლეთის უდაბნოში, ხედავს წინ ამწვანებულ ბორცვებსა და მბრწყინავ წყაროებს, მიახლოებისთანავე უნაყოფო და უწყლო ველებად რომ გადაიქცევიან, ასევე ყოველი ცოდვილი თავისი სურვილების გზაზე თითქოსდა ხედავს სიამოვნებათა და ნეტარებათა მომხიბლავ სურათებს; მაგრამ ეს მოჩვენება ქრება იმის შესაბამისად, რამდენადაც ცოდვილი მას უახლოვდება, და ამაოდ ხარჯავს ძალებს, როდესაც მისდევს თვალწარმტაც ხილვას იქამდე, ვიდრე ბოლოს არ გაქრება და საბრალო ცოდვილს - მოტყუებული იმედებისაგან ძალაგამოცლილს არ დატოვებს მტანჯველ წყურვილში, რომელიც სულ უფრო ძლიერდება, აშრობს და ღრღნის მის გულს.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები