image
წმიდა მოციქული პავლე გვასწავლის რომ თუ კაცი ჩავარდა რომელიმე სასჯელში, უბედურებაში, იგი სწუხს, მაგრამ შემდეგ, თუ განიწვრთნა, ანუ გამოიცადა, ჭკუა იხმარა, ის სასჯელი მისთვის სასარგებლო შეიქმნება, ნაყოფსა მშვიდობისას გამოიღებს და სიმართლეს მოიგებს. უბრალო და კეთილი ყოფაქცევის კაციც რომ იყოს სასჯელში ჩავარდნილი, იგიც გამოიცდება, თუ ჭკუიანად მოიქცა და უმჯობესი შეიქმნება. მით უმეტესად, თუ დამნაშავე და ბოროტის მოქმედი კაცი დაისაჯა და სწუხს, მაგრამ ჭკუა იხმარა, მოითმინა, შეინანა, სასარგებლოდ გამოიყენებს თავისთვის სასჯელს და გამართლდება სულიერად.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები