
თემა: სათნოებები, ცოდვა, წმინდანები
წარმოიდგინეთ შემთხვევა როდესაც უზარმაზარი მდინარე ადამიანთა სურვილით კალაპოტს იცვლის. თავდაპირველად ამას ესაჭიროება უზარმაზარი, თითქმის შეუძლებელი ძალისხმევა - ვიდრე ამოითხრება ახალი კალაპოტი და წყალი გზას შეიცვლის. მაგრამ თუ მდინარემ ერთხელ მიიღო ახალი მიმართულება, ე.ი.წყლის მთელი ძალა ახალ კალაპოტში წარემართა - ახალ ნაპირებს შორის, დინების სიჩქარე - გავლილი გზის შესაბამისად - სულ უფრო და უფრო მეტად იზრდება. ასევეა განმტკიცება სათნოებაში. თავდაპირველად იგი წმინდანთაგან მოითხოვდა დიდ ძალას, რომ გრძნობად ბუნებას აღდგომოდნენ წინ, მოითხოვდა ბევრ ცრემლს და ლოცვას საკუთარი თავის წინააღმდეგ, ვიდრე მათი აზრები და სურვილები, მთელი გული არ მოსწყდა მიწიერს და უფალში არ განმტკიცდა, ვიდრე მათმა ცხოვრებამ არ დატოვა ძველი კალაპოტი და ახალი არ მიიღო. მაგრამ, როდესაც უფალ იესო ქრისტესადმი სიყვარულმა ღრმად გაიდგა ფესვები მათ გულებში, როდესაც მან მოიპოვა ძალა და სიცოცხლე და ცოდვის წინააღმდეგ ბრძოლაში განმტკიცდნენ - მაშინ მათთვის გაიოლდა, გამუდმებით უფალზე ეფიქრათ და თითქოსდა პირდაპირ მის თვალთა წინაშე ეცხოვრათ; მათი აზრთა დინება ჩვეულებრივად, საკუთარი კალაპოტით მიემართებოდა.