ავტორი:
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე
თემა: ავადმყოფობა, განსაცდელები, მოთმინება
619. წმინდა დიდმა ბერმა ბარსანუფიმ ახალბედა ძმას, რომელიც ავად იყო და ჭირს ვერ უძლებდა, აი რა უპასუხა:
ძმაო! რით მოიწონებდნენ ის მუშაკნი საკუთარ თავს, რომლებიც სახლის უფალს საზღაურს სთხოვდნენ, თუ არა იმით, რომ შეეძლოთ ეთქვათ: „ჩვენ ვიტვირთეთ სიმძიმე დღისაი და სიცხე“ (მათე 20, 12). შვილო! მადლიერებით დავითმინოთ ჭირი, რათა ღვთის წყალობა უხვად ზეგარდამოვიდეს ჩვენზე და მოწყინებამ არ დაგვატყვევოს. ნუ დავმძიმდებით ჭირით, რამეთუ ეს დაღუპვის დასაწყისია. გახსოვდეს, შვილო, რომ: „რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხოვნდეს“ (მათე 24, 13). ჩემო შვილო! ავადმყოფობაც გამოსაცდელად გვეგზავნება, ხოლო გამოცდილებას დახელოვნებამდე მივყავართ. ვინც განსაცდელებით არ გამოიწრთობა, ის გამოუცდელია. უბედურებებში ნაწრთობი კი, როგორც ცეცხლით განწმედილი ოქრო, გამოცდილია. გამოცდილებას ადამიანი სასოებამდე მიჰყავს, ხოლო „სასოებამან არა არცხვინის“ (რომ. 5, 4-5). დაე, ნუ მოაუძლურებს ღმერთი შენს ღვთივსათნო განზრახვას და ნუ მოარყევს წმინდა სამებისადმი შენს რწმენას. მითხარი, ასე რომ უძლურდები ისეთი რა გადაიტანე? გაიხსენე მოციქულის სიტყვები: „არღა სისხლთამდე წინადადგრომილ ხართ თქუენ ცოდვისა მიმართ ახოვნად, და მოჰმედგრდეთ ნუგეშინისცემისაგან, რომელი, ვითარცა შვილთა გეტყვის თქუენ: შვილო ჩემო, ნუ სულმოკლე იქმნები სწავლასა უფლისასა, ნუცაღა დაჰხსნდები მის მიერ მხილებასა. რამეთუ რომელი უყუარნ უფალსა, სწავლის; და ტანჯის ყოველი შვილი, რომელი შეიწყნარის. უკუეთუ სწავლასა დაუთმოთ, ვითარცა შვილთა, შეგიწყნარებს თქუენ ღმერთი, რამეთუ ვინმე არს შვილი, რომელი არა სწავლის მამამან? ხოლო უკუეთუ შორს ხართ სწავლასა, რომლისა ზიარქმნულ არიან ყოველნი, მწირნი ვიდრემე ხართ და არა შვილნი?“ (ებრ. 12, 4-8). თუ ჭირს მადლიერებით ითმენ, მაშინ შვილი ყოფილხარ. ხოლო თუ მოუძლურდები, მემრუშე გახდები. შვილო ჩემო, გევედრები ბერი - ახალგაზრდას, მონაზვნურ სქემაში დაბერებული (თუმცა კი კეთილი არაფერი გამიკეთებია) - ახლადაღკვეცილს. დაე, ტყუილუბრალოდ ან ფუჭად ნუ წარმოვთქვამთ ლოცვას: „უფალო იესო ქრსიტე“. იფხიზლე, მძიმე დამათრობელი ძილისაგან გამოიღვიძე. აღსდექი პეტრესთან და სხვა მოციქულებთან ერთად და ხმამაღლა მოუხმე ყოველთა მაცხოვარს, ქრისტეს: „მოძღუარ, მიხსნენ ჩუენ, რამეთუ წარვწყმდებით“ (მათე 8, 23-27, ლუკა 8, 22-25) და ის უეჭველად მოვა, ქარებს და ზღვას შერისხავს, ქარიშხალს, რომელიც შენს ხომალდს დანთქმით ემუქრება, დააცხრობს (ქარიშხალს ვგულისხმობ შენს სულში) და სისხლს დახარბებული ლომისაგან გამოგიხსნის; შენს გვრიტს - გველის მუცლიდან, შენს ნათესს - სეტყვისაგან, შენს ზეთისხილს - მატლებისაგან და შენს ყველა ხეს ყინვისაგან იხსნის, რათა მათ შესაფერის დროს გამოიღონ ნაყოფი, და შენმა მიწის ნათესმაც, უფლის სიტყვისაებრ, მწიფე ნაყოფი მოიწიოს, რომელიმემ ასი, რომელიმემ სამეოცი, რომელიმემ ოცდაათი (მათე 13, 8). განიხილე ძმაო, რა დაითმინე ღვთის გულისათვის? მოციქული, როდესაც ამბობს, რომ არაფერმა არ უნდა განგვაყენოს ქრისტეს სიყვარულისგან, ასე ჩამოგვითვლის ამას: „ჭირმან ანუ იწროებამან, დევნამან ანუ სიყმილმან, შიშლოებამან ანუ ურვამან, ანუ მახვილმან“ (რომ. 8, 35). ნუთუ მცირედი ავადმყოფობა ჩვენს გონებას ღვთისაგან მოარყევს? ნუ იყოფინ! განმტკიცდი შვილო და დაინახავ ღვთის შეწევნას. ეს შენი პირველი განსაცდელია. თუ ღვთის მეოხებით დაამარცხებ მას, მაშინ ის შემდგომში ვეღარ დაგეუფლება; ხოლო, თუ მტერი დაგამარცხებს, მაშინ თავის მომსახურებასაც გაიძულებს. ასე რომ, დადექი და მოითმინე; რამეთუ თუ დაუდგები, დაინახავ, როგორია ღვთის წყალობა. დაე, შენმა სიყვარულმა იცოდეს, მე დღისით და ღამით არ ვწყვეტ ღვთისადმი ვედრებას, რათა მან გაცხოვნოს შენ და ჩვენც ბოროტისაგან დაგვიფაროს. თავს არ ვზოგავ, რომ თქვენ, ვითარცა წმინდანთა შვილებმა, მათთან ერთად დაიმკვიდროთ ის, რაც „თუალმან არა იხილა, და ყურსა არა ესმა, და გულსა კაცისასა არა მოუხდა, რომელი განუმზადა ღმერთმან მოყუარეთა თვისთა“ (1 კორ. 2, 8). მაშ, მიბაძე მათ (წმინდანებს) და ნეტარი იქნები ქრისტეს მიერ.