ავტორი:
წმ. თეოფანე დაყუდებული
თემა: ლოცვა
ვინც არ ფლობს გონიერი შინაგანი ლოცვის უნარს, მას არ ძალუძს არანაირი ლოცვა, რამეთუ მხოლოდ გონიერი ლოცვაა ჭეშმარიტი ლოცვა, ღვთისთვის სათნო და სასიამოვნო, თუ ასეთი ლოვის სულით არ აღევლინება საეკლესიო და პირადი ლოცვები, მაშინ მლოცველობას მხოლოდ გარეგნული სახე აქვს და შინაარსით ის ლოცვა არაა.
მაინც რა არის ლოცვა? ლოცვა არის გონებისა და გულის ღვთისაკენ ამაღლება. მისდამი მადლიერების გამოსახატავად და მის სადიდებლად, რომელიც გულისხმობს სულიერ სიკეთეთა და ხორციელ საჭიროებათა გამოთხოვას ღვთისაგან. ე.ი. ლოცვის არსი გულიდან ღმერთამდე გონივრულ აღსვლაში მდგომარეობს. გონება ჩადის გულში, დგება იქ ღვთის პირისპირ და აღივსება რა შესაბამისი კეთილკრძალულებით, იწყებს ღვთის წინაშე გულის გადაშლას.
აი, ამას ეძახიან გონიერ ლოცვას! თუმცა, სწორედ, ასეთი უნდა იყოს ყველანაირი ლოცვა.
პირადი და საეკლესიაო ლოცვები მას მხოლოდ გარეგნულობას, სიტყვას და ფორმას ანიჭებს, ლოცვის სულს და მნიშვნელობას კი თითოეული თავისი გონებით და გულით ატარებს. საეკლესიო და პირადი ლოცვები ღმერთთან გონიერი ურთიერთობითაა განმსჭვალული და მათი აღმსრულებელი, ოდნავ მაინც ყურადღებით თუ იქნები, გვერდს ვერ აუვლის ღმერთთან გონივრულ დამოკიდებულებას.