ავტორი:
წმ. თეოფანე დაყუდებული
თემა: ლოცვა
ასე რომ, გონიერი ლოცვის გარეშე გამოსავალი არ არსებობს. ულოცველობა არ ძალგვიძს, რადგან ჩვენი სულიერი ბუნება ლოცვას მოითხოვს. ღმერთთან მიახლება კი სხვაგვარად არ ხელგვეწიფება, თუ არა გონიერი ლოცვით, რამეთუ ღმერთი გონიერია. არსებობს გონიერი, სიტყვიერად და გარეგნულად აღსრულებული ლოცვა - პირადი იქნება ეს, თუ საეკლესიო - და არის ასევე ლოცვა გონიერი, თავისთავადი, ყოველგვარი გარეგნული ფორმისა და სხეულის მდგომარეობისაგან დამოუკიდებელი, მაგრამ საქმის არსი იქაც ერთი და იგივეა. ამა თუ იმ სახით, ის ასევე აუცილებელია ერისკაცთათვის. მაცხოვარმა მცნებად დაგვიდო - გულის საუნჯეში შევიდეთ და იქ აღვავლინოთ ლოცვა სხვებისაგან ფარულად. ე.ი. საუნჯე, როგორც წმ. დიმიტრი როსტოველი ამბობს, თვით ჩვენი გულია, ამიტომ გვავალდებულებს უფლის მცნება, გულით ფარულად ვილოცოთ ღვთისადმი გონების მეშვეობით და ეს მცნება ყველა ქრისტეანს ეხება, პავ;ე მოციქულიც ამასვე გვამცნობს: "ყოვლითა ლოცვითა და ვედრებითა ილოცევდით ყოველსა ჟამსა სულითა" (ეფეს. 6, 18). გონიერ, სულიერ ლოცვას გვიტოვესბს ანდერძად განურჩევლად ყველა ქრისტიანს. იგი ასევე თითოაულს მოგვიწოდებს: "მოუკლებელად ილოცევდით" ( თეს. 5, 17), ხოლო მოუკლებელი ლოცვა გულიდან აღვლენილი გონიერი ლოცვის გარეშე შეუძლებელია.
გაღვიძებისთანავე, დილის ლოცვების წარმოთქმისას, მყარად დადექი გულში ღვთის წინაშე, შემდეგ წადი პირად საქმეებზე, რომელიც ღმერთმა განგიწესა და არ მოსწყდე მას შენი გრძნობით და გონებით და შენ აღმოაჩენ, რომ სულით და სხეულით საქმეებით დაკავდები, ხოლო გონებით და გულით ღმერთთან იქნები.