ავტორი:
წმ. თეოფანე დაყუდებული
თემა: ლოცვა
ლოცვა არის რელიგიურ-ზნეობრივი ცხოვრების მთავარი საქმე. ასეთი ცხოვრების ქვაკუთხედი თავისუფალი, შეგნებული ურთიერთობაა ღმერთთან, რომელიც შემდგომში ყოველივეს წარმართავს. ლოცვა ამ ურთიერთობის ასპარეზია, როგორც ურთიერთსაუბარი, ანუ ეს არის ასპარეზი, სადაც მჟღავნდება ჩვენი ზნეობრივი დამოკიდებულება ღმერთთან, ხოლო მოღვაწეობა არის ის ასპარეზი, სადაც ირკვევა ჩვენი ზნეობრივი დამოკიდებულება ღმერთთან, ხოლო მოღვაწეობა არის ის ასპარეზი, სადაც ირკვევა ჩვენი ზნეობრივი ურთიერთობა საკუთარ თავთან. როგორ ერთობაშიც ვართ ღმერთთან, ისე ვლოცულობთ და როგორც ვლოცულობთ, ისეტივე ურთიერთობა გვაქვს ღმერთთან. რამდენადაც ეს ურთიერთობები განსხვავებულია, ასევე განსხვავებული და არაერთგვაროვანია ლოცვაც. სხვანაირია ღმერთთან ურთიერთობა იმისი, ვინც საკუთარი სულის ხსნას უდიერად ეპყრობა; სხვაგვარია მისი, ვინც მიატოვა ცოდვილი ცხოვრება და იღვწის სათნოებებისათვის, დაბოლოს, სულ სხვაა იმისი, ვინც მიაგნო ღმერთს, მას გულით ატარებს და მის წინაშე დგას. პირველი - როგორც საკუთარი გადარჩენის მიმართაა დაუდევარი, ასეთივე უდირია ლოცვის მიმართ, და სახლშჰი იქნება თუ ტაძარში, ჩვევისამებრ, უყურადღებოდ და უგრძნობლად წარმოთქვამს მას. მეორე - ბევრს ლოცულობს და ტაძარშიც ხშირად დადის, ცდილობს ყურადღებითაც იყოს და გრძნობითაც ილოცოს, მაგრამ ამას იშვიათად ახარხებს. მესამე - ჩაღრმავებულია რა საკუთარ თავს, გონებით ღვთის წინაშე დგას, გაუბნევლად ლოცულობს ღვთისადმი გულში მოკლე სიტყვებით და არ ებნევა გონება ლოცვაზე ხანგრძლივი დგომისას, სახლში თუ ტაძარში.
წაართვით მეორეს ლოცვანი, - თქვენ მას საერთოდ დააკარგვინებთ ლოცვას; თავს მოახვიეთ მესამეს ლოცვანი - თქვენ ჩაახშობთ მასში ლოცვას, მრავალსიტყვაობის მოძალებით.
ყველა ადამიანს, ღმერთთან მიახლების კვალობაზე აქვს ლოცვის საკუთარი დონე და შესაბამისი წესები. როგორი ფასეულია ამ დროს მრავალნაცადი დარიგება და როგორი დიდი ზიანის მოტანა შეუძლია თვითნებურ ქმედებას!