image

თემა: ლოცვა,  ლოცვის ხარისხები

გონიერი, ანუ შინაგანი ლოცვა არის ისეთი ლოცვა, როდესაც მლოცველი გონებას გულში იკრებს და იქიდან უხმოდ, უთქმელად იწყებს ლოცვას ღვთისადმი. დიდებისმეტყველებს და ჰმადლობს მას, გულშემუსვრილი აღიარებს თავის ცოდვებს მის წინაშე და ითხოვს ღვთისაგან სულიერ და ხორციელ სიკეთეებს. ლოცვა მარტო სიტყვებით არ ეგების, არამედ - გულითაც, რტათა გონება ცხადად ხედავდეს და ესმოდეს, რა წარმოითქმება სიტყვებით. გული კი გრძნობდეს, რას იაზრებს ამ დროს გონება. ეს ყველაფერი მთლიანობაში ნამდვილად ლოცვაა და, თუ შენს ლოცვას რომელიმე მათგანი აკლია, ის ან არასულყოფილია, ან საერთოდ არაა ლოცვა.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები