
ავტორი:
წმ. ეფრემ ასური
თემა: განსაცდელები, მწუხარება, ცხონება
თუკი მატყლი ვერ გამოდგება საქსოვად, თუ მას მრავალჯერ არ დატკეპნიან და დაჩეჩავენ, რის შედეგადაც ის სუფთავდება და საქსოვად გამოსადეგი ხდება; ასევე ღვთისმოყვარე სული, რომელმაც მრავალი განსაცდელი და მწუხარება გადაიტანა და მამაცურად დაითმინა მწუხარება, წმიდავდება, სულიერი ქმედებისთვის ფაქიზდება, და ბოლოს, ცათა სასუფევლის ღირსი ხდება.