
ავტორი:
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
თემა: ცოდვა, სინანული, განსაცდელები
41. თითქმის ყველა ცოდვა საკუთარი თავის საამებლად წარმოიქმნება და ამიტომ ან სინანულის შედეგად, ნებსითი თუ უნებლიე შრომითა და ტანჯვით აღიხოცება, ან იმ განსაცდელის ზემოქმედებით, რომელიც ჩვენდამი ღვთის განზრახვაზეა დამოკიდებული. "ჩვენსავე თავს რომ განვსჯიდეთ, აღარ განვისჯებოდით - ამბობს წმიდა წერილი,- ხოლო რაკი განვისჯებით , უფლის მიერ განვისწავლებით, რათა წუთისოფელთან ერთად არ დავისაჯოთ." (1კორ.11,31,32).