თემა: ლოცვა, ლოცვის ხანგრძლივობა, ლოცვისას გონებაგაფანტულობა
ხანგრძლივი, მაგრამ უყურადღებო ლოცვის მოქმედება სულზე ჰგავს რკინის სახურავზე წამოსულ თავსხმა წვიმას, საიდანაც მთელი წყალი ჩამოირეცხება, რა რაოდენობისაც არ უნდა იყოს იგი და სახურავზე არანაირ გავლენას არ ახდენს. ამის საპირისპიროდ, ყურადღებიანი ლოცვა შეიძლება შევადაროთ მადლმოსილ წვიმას, რომელიც რწყავს დათესილ მინდორს, კვებავს მცენარეებს და მდიდრულ მოსავალს ამზადებს.