ავტორი:
წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი
თემა: ლოცვა
როგორც ვიცით,ჩვენს სულიერ ბრძოლაში აუცილებელია სრული უნდობლობა საკუთარი თავისა,სასოება უფლისა და კეთილი ღვაწლი,მაგრამ უმთავრესი არის ლოცვა-მეოთხე საჭურველი უხილავ ბრძოლაში,იმიტომ რომ მისი საშუალებით ჰპოვებს და სრულს ძალას იძენს როგორც პირველი სამი იარაღი,ასევე ყოველი სხვა სიკეთე.ლოცვა არის საშუალება მადლის მოპოვებისათვის და ჭურჭელი მის დასაუნჯებლად,რომელიც ესოდენ უხვად გადმოდის ჩვენზე საღმრთო სიყვარულისა და მადლის უშრეთი წყაროსაგან,უხილავ ბრძოლაში მისი საშუალებით შენს საბრძოლო მახვილს გადასცემ უფალს ხელთ.ჰე, ებრძოლოს შენს მტრებს და გაიმარჯვოს მათზე.მაგრამ ლოცვამ რომ სრულად გამოავლინოს ძალა შენში,აუცილებელია იგი უწყვეტი იყოს,ბუნებრივად აღესრულებოდეს სულშო და იყოს დაცული და განმტკიცებუყლი შემდეგი განწყობილებებით.: