image

თემა: ლოცვა

სანამ არის მოშურნეობა, მადლი თქვენთანაა. ესაა ცეცხლი. ცეცხლს შეშა ინარჩუნებს, სულის შეშა კი ლოცვაა... როგორც კი მადლი გულს შეეხება, მაშინვე იჩენს თავს გონების და გულის ღვთისკენ სწრაფვა - ლოცვის ჩანასახი. ღვთისმოაზრება შემეგ იწყება. ღვთის მადლი გონებასა და გულს ღვთისაკენ მიაქცევს და მას მიაკრავს. რადგან გონებას არ ძალუძს უმოქმედოთ ყოფნა, ის ღვთისაკენ მიმართული, მხოლოდ ღმერთზე იწყებს ფიქრს, აქედანაა ღმერთის ხსოვნა - მადლმოსილი მდგომარეობის განუშორებელი თანამგზავრი... ღვთის ხსოვნა უქმად არ მყოფობს, არამედ ის აუცილებლად მიგიყვანთ ღვთის სრულყოფილებათა და ღვთის საქმეთა შეცნობამდე, როგორიცაა სიკეთე, სამართლიანობა, შემოქმედება, განგებულება, გამოსყიდვა, მსჯავრი და მომავალი ხვედრი. ყველაფერი ეს მთლიანობაში, ღმრთის სამყარო, ანუ სულიერი გარემოა. ასეთია მოშურნების ბუნება. და პირიქით, ასეთ გარემოში ყოფნა ინარჩუნებს და აცოხლებს მოსურნეობას. გსურთ არ დაკარგოთ მოშურნეობა? გაითავისეთ ზემოთ აღნიშნული ყველა განწყობა... ცალ-ცალკე ისინი სულიერი შეშებია... ხელთ იქონიეთ ყოველთვის ასეთი საწვავი მასალა და როგორც კი შეამჩნევთ, რომ მოშურნეობის ცეცხლი იკლებს, აიღეთ სულიერი მარაგიდან შეშის რომელიმე ნაჭერი, გააძლიერეთ სულიერი ცეცხლი და ყველაფერი კეთილად წარიმართება. სულიერი ქმედებების ასეთი ერთობლიობიდან მომდინარეობს ღვთის შიში, ანუ ღვთის წინაშე გულში მოკრძალებული დგომა. აი, ესაა მადლმოსული მდგომარეობის მეთვალყურე და მცველი... ჩაწვდით ყოველივე ამას, კარგად გაიაზრეთ, ჩაინერგეთ ცნობიერებაში და გულში... ყოველთვის გამოაცოცხლეთ ის თქვენში... და ცხოველ იქნებით. თქვენი სადგომი არაფრით განსხვავდება მეუდაბნოეს სენაკისაგან. მხედველება და სმენა განშორებული და დაცულია ყველაფრისაგან... იკითხეთ მცირედი, მოაყოლეთ ფიქრი, შემდეგ ილოცეთ და ისევ იფიქრეთ... ეს სავსებით საკმარისია, თუ ღმერთი სითბოს გიბოძებთ, ეცადეთ შეინარჩუნოთ. სუფთა სინდისი და ღვთისაკენ მოუწყინებელი ლოცვიტ სწრაფვა, სწორედ მას წარმოშობენ, მაგრამ გახსოვდეთ, ყველაფერი ღვთისაგანაა.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები