image

თემა: ლოცვა

მხოლოდ გარეგნული ლოცვა საკმარისი არაა. ღმერთი გონებას აკვირდება, ამიტომ ის მონაზვნები, რომლებიც გარეგან ლოცვას შინაგანთან არ აერთებენ, არსით მონაზვნები არ არიან. განსაზღვრება ძალზედ სარწმუნოა! მონაზონი "განმარტოებულს" ნიშნავს. ვინც თავის თავში არ განმარტოებულა და საკუთარ თავში არ ჩაღრმავებულა, ასეთი მოღვაწის გონება უცილობლად იმყოფება ურიცხვი აზრების გნიასისა და ამბოხის შუაგულში, ყოველთვის თავისუფლად რომ ბრუნავს მის თავში, ხოლო თვითონ კი სნეულივით, ყოვლად უსარგებლოდ ამ ქაოსში დაეხეტება. ადამიანის საკუთარ თავში განმარტოება მხოლოდ ყურადღებიანი ლოცვის მაშვეობით, უპირატესად კი, ყურადღებიანი იესოს ლოცვის მეშვეობით აღესრულება.
    უვნებლობის, სიწმიდის, ანუ რაც იგივეა, ქრისტიანული სრულყოფილების მიღწევა გონებრივი ლოცვის გარეშე შეუძლებელია: ამ საკითხში ყველა მამა ერთმანეთს ეთანხმება.
    ჭეშმარიტი ლოცვის გზა ვიწროც არის, თუკი მოღვაწე მასზე შინაგანი ადამიანის მოღვაწეობის სურვილით შეაბიჯებს. როდესაც ის ამ გზის მართებულობას, აუცილებლობას და ცხოვნების შესაძლებლობას შეიგრძნობს, ანუ როცა შინაგან საუნჯეში შრომა ყველაზე სასურველი შეიქნება, მაშინ მისთვის ასევე სასაიამოვნო გახდება შეჭირვებული ცხოვრების გარეგნული წესი, რომელიც შინაგანი მოღვაწეობის სავანეს და საცავს წარმოადგენს.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები