ავტორი:
წმ. იოანე სინელი(კიბისაღმწერელი)
თემა: ლოცვა
როგორც თვალით ხედვის სწავლა შეუძლებელია სიტყვებით, რადგან ეს ბუნებისაგან გვაქვს მოცემული, ასევე, ვერც ლოცვის მშვენიერებას ვისწავლით სხვა სიტყვით, რადგანაც ლოცვას მოძღვრად ღმერთი ჰყავს; ეს ჩვეულებრივი სიტყვები კი არ არის, რომ მოისმინო და ისწავლო, ან რაიმე ხელოვნება, რომ სხვებისაგან შეითვისო, არამედ ღმერთია მისი მოძღვარი "რომელმან ასწავის კაცთა მეცნიერება", მისდამი მლოცველებს ყოველი სათხოვარის აღსრულებას ანიჭებს "და აკურთხნის წელიწადნი მართლისანი"; რამეთუ მისი არს დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ