image

თემა: ლოცვა

დასაშვებია თუ არა სიჩქარე ლოცვისას? დასაშვებია, მაგრამ მხოლოდ მათთვის, რომელთაც შეიძინეს შინაგანი ლოცვა გულის განწმენდის გზით. ლოცვისას გულს უსათუოდ გულწრფელად უნდა სურდეს ის, რასაც ითხოვს, იმას, რაზედაც ლაპარაკობს და ამბობს, ანუ ჭეშმარიტებას გულით უნდა გრძნობდეს და სუფთა გულისათვის ეს ჩვეული რამაა. ასეთ გულს შეუძლია სწრაფად ილოცოს, იმიტომ რომ ასეთი ლოცვისას სიჩქარე არ ვნებს გულწრფელობას. მაგრამ ვისაც არ შეუძენია გულითადი ლოცვა, მან არ უნდა იჩქაროს, იგი თავისი თითოეული სიტყვის გამოძახილს უნდა ელოდებოდეს გულში. და ეს ასე უცებ არ ხდება, მითუმეტეს, თუ მავანისათვის უცხოა ლოცვისას ჭვრეტა. ასე რომ, მათთვის აუჩქარებელი ლოცვა უსათუოა. დაელოდე, რომ თუთოეული სიტყვა გულამდე მივიდეს და თვითონაც გამოგეხმაუროს.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები