ავტორი:
წმ. თეოფანე დაყუდებული
თემა: ლოცვა
არასოდეს ჩავთვალოთ რაიმე სულიერი საქმიანობა მიღწეულად, მითუმეტეს ლოცვა; ყოველთვის ისე ვიქცეოდეთ, თითქოს პირველად ვიწყებთ ლოცვის აღსრულებას. რაც პირველად სრულდება, მასზე პირველქმნილივე გულმოდგინება იხარჯება. თუ ლოცვად მისვლისას ისე განეწყობით, რომ თითქოს არასოდეს გილოციათ ისე, როგორც საჭიროა და მხოლოდ ახლა პირველად გინდათ ილოცოთ, მაშინ მას პირვანდელი გულმოდგინებით აღასრულებთ და კეთილ ნაყოფსაც მოიმკით.