image

თემა: ლოცვა

ჭეშმარიტი სითბო ღბთის საჩუქარია, მაგრამ არსებობს ნატურალური სითბოც, პირადი ძალისხმევის ან თავისუფალი განწყობის ნაყოფი. ისინი ისევე შორს დგანან ერთმანეთისაგან, როგორც ცა და დედამიწა. თუ რომელია თქვენში, ეს ჯერ არ ჩანს, შემდგომში კი გამომჟღავნდება. თულკი აზრებმა დაგღალეს, არ გნებდებიან ღვთის წინაშე დგომისას, ეს ნიშანია იმისა, რომ თქვენი სითბო ღვთისაგან კი არაა, არამედ საკუთარია...
    ღვთისაგან ბოძებული სითბოს თავდაპირველი ნაყოფი აზრების მოკრეფისა და მუდამ ღვთისაკენ მიმართვის უნარია. ამ დროს ის ხდება, რაც შეემთხვა სისხლმდინარე ქალს: "დასცხრა წყარო იგი სისხლისა მისისა..." ხოლო ჩვენს შემთხვევაში, ცხრება აზრების დინება.
    თუ გაგვაჩნია ბუნებრივი სითბო, ჩავთვალოთ ის ერთგვარ შემამზადებელ საფეხურად ღვთიური სითბოს მისაღებად. ამავე დროს, მტკივნეულად განვიცადოთ ღვთის მოქმედების სიმწირე ჩვენს გულში და ტკივილით ვევედროთ უფალს მოუწყინებლად: "მოწყალე მექმენ! ნუ გარე მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან!.. გამოაჩინე ნათელი პირისა შენისა!.." და გავაძლიეროთ სხეულის დათრგუნვა კვეაში, ძილში, შრომასა და მათ მსგავს ღვაწლში. და მაინც, მთავარია, მთლიანად ჩავბარეთ ღმერთს.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები