ავტორი:
წმ. თეოფანე დაყუდებული
თემა: ლოცვა, ხიბლი
თქვენ რომ მწერთ გულის სითბოს შესახებ, , ეს მდგომარეობა კარგია. საჭიროა მისი გაფრთხილება და შენარჩუნება. როცა ის შესუსტდება, გააძლიერეთ ისე, როგორც ამას თქვენ აკეთებთ; ყურადღება მიმართეთ შიგნით და უფალს მოუხმეტ. სითბომ რომ არ მიგატოვოთ, უნდა ერიდოთ აზრების გაბნევას და ამ მდგომარეობისთვის შეუფერებელი შთაბეჭდილებებით გრძნობების აღვსებას. გაექეცით მას, რომ გული არ მიეტმასნოს რაიმე ხილულს და რაიმე საზრუნევმა არ შთანთქას მთელი თქვენი ყურადღება. დაე, ყურადღება ნუ მოშორდება ღმერთს და ნუ მოდუნდება სხეული, იყავით ლარივით დაჭიმული, როგორც მწყობრის ჯარისკაცი. უფალს შეევედრეთ გაგიხანგრძლივოთ ეს წყალობა.
არის თუ არა ეს განცდა ჭეშამრიტი? ერთხელ და სამუდამოდ მიიღეთ წესად: ასეთი დამაეჭვებელი კითხვები მაშინვე შეუბრალებლად განდევნეთ. მათ მტერი თესავს. თუ ამ კითხვას შეჰყვებით, მტერი პასუხს არ დაგიყოვნებთ: "ო, რა თქმა უნდა, ისაა, ყოჩაღ, შენ!" შემდეგ თქვენი სიყოჩაღე ფრთებს გაშლის, საკუთარ თავზე ოცნებაში გადაიჭრება და სხვებს არაფრად ჩააგდებს, ხოლო მადლი განგეშორებათ. მტერი კი ჩგაგონებს, რომ ის ისევ შენთან არის ამას ჰქვია - გვგონია გვაქვს, მაგრამ არაფერი გაგვაჩნია. წმ. მამები გვწერენ: "არ შევაფასოთ საკუთარი თავი." ამ საეჭვო კითხვაზე პასუხის ძებნა, სწორედაც ნიშნავს საკუთარი თავის აზომვას, თუ რამდენად გავიზარდეთ. სჯობს ივლტოდეთ მისგან, როგორც ცეცხლისაგან.