ავტორი:
წმ. თეოფანე დაყუდებული
თემა: ლოცვა, ხიბლი
შიშობთ სულიერ ტკბობაში არ ჩავარდეთ? როგორ შემოაღწევს ის თქვენში?! ლოცვა ხომ ტკბობისათვის არ აღესრულება. ჩვენ ხომ თავს ვალდებულად ვთვლით ღმერთს ასე ვემსახუროთ. სიტკბოება კი აუცილებლად მოჰყვება ჭეშმარიტ მსახურებას. ამავე დროს ლოცვაში მთავარია გონებით გულში ღვთის წინაშე ვიდგეთ კრძალვით და შიშით, რომელიც გვაფხიზლებ, ყოველგვარ ახირებულობას განდევნის და გულის სიღრმეში ღვთის მიმართ მტკივნეულ განცდას გვინერგავს. ესაა ღვთის შიში და ტკივილის განცდა, ანუ გული შემუსვრილი და დამდაბლებული, რაც არსებითად ჭეშმარიტი შინაგანი ლოცვის მთავარი მახასიათებელია და, საერთოდ, ყველანაირი ლოცვაც ამით ფასდება, რომელთა მიხედვითაც ვიგებთ, სათანადო წესით აღევლინება ჩვენი ლოცვა, თუ არა. როცა ეს განცდა არსებობს, ლოცვა წესრიგშია. და თუ არა და რაღაც ვერ არის რიგზე. ამ დროს ტკბობას და სითბოს შეუძლია წარმოშვას თავდაჯერებულობა, ეს სულიერი სიამაყეა... ესაა ხიბლი, რომელიც დაგვღუპავს. მაშინ სიტკბოება და სითბო მიგვატოვებს; დარჩება მხოლოდ მათი ხსოვნა... სულს კი მაინც ეგონება, რომ აქვს ისინი. ამისი გეშინოდეთ და უფრო მხურვალედ ეძიეთ ღვთის შიში, სიმდაბლე და ღვთისადმი მტკივნეული შევრდომა და ვიდოდეთ მუდმივად ღვთის თანამყოფობაში.