ავტორი:
წმ. თეოფანე დაყუდებული
თემა: იესოს ლოცვა, ლოცვა
კარგია, თუ ენა იესოს ლოცვის, ან სხვა მოკლე ლოცვის უწყვეტ წარმოთქმას მიეჩვევა; ოღონდ მთავარია ყურადღებით ვიდგეთ არა თავის არეში, არამედ გულში და ვიმყოფებოდეთ იქ არამარტო ლოცვის ჟამს, არამედ ყოველტვის. შეეცადეთ გულში აღძრათ თითქოსდა ერთგვარი ტკივილი... მუდმივი შრომა სწრაფად შეგაძლებინებთ ამას. ამაში არაფერია განსაკუთრებული. ეს (რომ ტკივილის განცდა წარმოჩნდეს) ბუნებრივი საქმეა; მისი მეშვეობით კონცენტრირება ბევრად უფრო კარგადაა შესაძლებელი. როდესაც უფალი დაინახავს თქვენს შრომას, დაგეხმარებათ და მადლმოსილ ლოცვას გაჩუქებთ, მაშინ დაიწყება გულში სათანადო წესრიგის დამყარება.