ავტორი:
წმ. სერაფიმე საროველი
თემა: გონება, ლოცვა
გონების მიმოტაცებისათვის.
თუკი ლოცვისას გულისსიტყვების განბნევა გძლევს, დაიმდაბლე თავი ღვთის წინაშე და ითხოვე მიტევება: "შეგცოდე, უფალო, სიტყვით, საქმით, გულისსიტყვით და ყველა ჩემი გრძნობით". ყოველთვის უნდა ვეცადოთ, რომ არ ავყვეთ გონების მიმოტაცებას, რამეთუ ამ გზით და ეშმაკის მზაკვრობით სული ღმერთის ხსოვნას და მის სიყვარულს განეშორება. მაკარი დიდი ამბობს: "ეშმაკი სულ იმის მცდელობაშია, რომ ჩვენს გონებას ღმერთის ხსოვნა, მისი შიში და სიყვარული მოსტაცოს"