ავტორი:
არქიმანდრიტი რაფაელი(კარელინი)
თემა: ლოცვა
ცხოვრებაში სხვადასხვა გაუთვალისწინებელი გარემოებები და სიტუაციები შეიძლება შეგვხვდეს. თუნდაც ასეთი შემთხვევა ავიღოთ: გემზე მართლმადიდებლებთან ერთად სხვა კონფესიების წარმომადგენლებიც მგზავრობენ. ამ დროს ქარიშხალი ამოვარდა, ხომალდს დაღუპვა ემუქრება. ადამიანები ხმამაღლა ლოცულობენ, ცხადია, ყველა თავისებურად. რა ქნან მართლმადიდებლებმა: შეწყვიტონ ლოცვა, თუ სხვა კონფესიების წარმომადგენლებსა და მწვალებლებს მოსთხოვონ დადუმება?
ანდა სხვა მაგალითიც მოვიყვანოთ: ვთქვათ, სუფრასთან მოგვიწვიეს. სტუმრებს შორის კათოლიკეები და პროტესტანტებიც არიან, მასპინძელი "მამაო ჩვენო"-ს კითხულობს. ყველა სტუმარი დგება და ლოცულობს. რა ვქნათ: გავეცალოთ მაგიდას, თუ სხვა კომფესიების წარმომადგენლებს ვთხოვოთ, რომ არ ილოცონ?

ერთობლივ ლოცვას თავისი რიტუალი და თავისი მიზანი აქვს, რომლის მისაღწევადაც სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლები არიან შეკრებილნი: ადამიანებს სწორედ ერთად ლოცვის სურვილი აერთიანებთ. ასეთი ერთობლივი ლოცვის საფუძველი არის არასწორი რწმენა, რომ ყოველი ეს კონფესია მაცხოვნებელია. ამგვარი ლოცვა არარსებული ერთობის დემონსტრირებას ახდენს. თქვენს მიერ მოყვანილ მაგალითებში ეს მიზანი არ არსებობს. ყოველი ადამიანი საკუთარი თავისთვის ლოცულობს, ამიტომ აქ საქმე გვაქვს არა ერთიან, ერთობლივ ლოცვასთან, არამედ მხოლოდ სინქრონულ (ერთდროულ) ლოცვასთან, მასზე კი წმ. მოციქულთა და მსოფლიო კრებათა კანონები არ ვრცელდება.