image

თემა: ლოცვა

აწ უკუე მოსწრაფე იყავ ლოცვისა, რაითა დააჯერო უფალი შენი, და მიეც მიზეზი მოწყალესა ღმერთსა ცოდვათა შენთა შესანანებელი ცოდვათა შესანანებელი შესანდობელად, ნუმცა უკუე სახიერებაი მისი შენითა უდებებითა უქმ იქმნების. დაღათუ ქვესკნელთა ჯოჯოხეთისათა შთაწევნულ ხარ ცოდვითა, იგი შემძლებელ არს შენდა მიერ აღმოყვანებად. შენ ხოლო ნუ დასცხრები ლოცვასა მისა მიმართ სულ-თქუმით და ცრემლით. და უკუეთუ არა გაქუს კადნიერებაი მისა მიმართ, ილოცევდი-ვე, რაითა მოგცეს შენ კადნიერებაი. ნუ ვითარცა კაცი გგონიეს იგი, რომელიმცა განარისხე და კვალად დაჯერებად გრცხუენოდა. იგი მოწყალე არს და უფროის შენსა ჰნებავს ხსნაი შენი ცოდვათაგან და არა ჰზრუნავ შენ სულისა შენისათვის, ვითარ იგი ზრუნავს შენთვის, რაითა გაცხოვნოს შენ
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები