ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: ლოცვა
ჭეშმარიტად ის ლოცულობს, ვისაც ლოცვის დროს მოუვა ცრემლი უნებლიედ. შენ იქნება, ძმაო, ერთხელაც არ გილოცავს ცრემლით. მიცვალებულის ტირილზედ რომ წახვალ, მიცვალებულის კუბოსთან რომ დაიჩოქებ, მაშინ მრავალს ცრემლს გადმოყრი სრულიად უსარგებლოდ და შენი სულისათვის ერთხელაც ერთი ცრემლიც არ მოგსვლია. გებრალება მიცვალებული და მისი მონათესავე მოტირალნი. და შენი სული არ გებრალება? ისიც მკვდარია მრავალთა ცოდვათაგან და საუკუნო სიკვდილი მოელის მას, თუ ლოცვაში არ იტირე.