image

თემა: ლოცვა

ასეთი გილისმიერი ლოცვა ორგვარად მოქმედებს: ზოგჯერ გონება ასწრებს და მარადი ხსოვნით მიეკვრება ღმერთს გულში: ზოგჯერ სიხარულის ცეცხლით აღრული ლოცვის განწყობა თავისთავად მიიზიდავს გონებას გულში და აიძულებს მას, უფალ იესოს მოუხმოს და მოკრძალებით დადგეს მის წინაშე (პირევლი ლოცვა გარჯას გულისხმობს, მეორე თავად მოქმედებს).
    პირველ შეთხვევაში ლოცვის მოქმედება მჟღავნდება ვნებების ჩაცხრომით, მცნებების აღსრულების და გულის სითბოს მიხედვით, როდესაც გაძლიერებულად მოვუწოდებთ უფალ იესოს; მეორეში - სული გონებას გულში წარიტაცებს, დაიმეგობრებს მას იქ, სიღრმეში და ჩვეული ხეტიალისაგან განაშორებს. მაშინ გონება აღარ ჰგავს იერუსალიმიდან ასურეთში წარტყვენილ პყრობილს, პირიქით, ბაბილონიდან სიონში ბრუნდება და წინასარმეტყველთან ერთად ღაღადებს: "შენ გშუენის გალობაი ღმერთო, სიონს, და შენ მიგეცეს ლოცვაი იერუსალემს" (ფსალ. 64, 1). ლოცვის ამ ორი სახეობის მიხედვით, გონება ან მოქმედებს, ან ჭვრეტს: ქმედებისას ის ღვთის შეწევნით ვნებებს ამარცხებს, ხოლო ჭვრეტისას ღმერთს ხედავს, რამდენადაც ეს ადამიანს ძალუძს.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები