თემა: ლოცვა,  მრუშობა,  სინანული


ღირსი ვიტალი.

ალექსანდრიის პატრიარქის, იოანე მოწყალის დროს ალექსანდრიაში აბბა სერიდას მონასტრიდან ბერი ვიტალი ჩავიდა. იგი სამოცი წლის იყო, მაგრამ ისეთი ცხოვრების წესი აირჩია, რომ ხალხის თვალში მაცდური და ძლიერ ცოდვილიც კი ჩანდა, თუმცა უფლის წინაშე სათნო და მართალი კაცი იყო.
    ალექსანდრიაში ჩასვლისას მან იქაური მეძავების სია ჩამოწერა და უფალს ამ მძიმე და მომაკვდინებელი სენისგან მათ განკურნებას ევედრებოდა. ის დილიდან დაღამებამდე დაქირავებულ მუშად მუშაობდა და დღიური გასამრჯელოდან (რაც სპილენძის თორმეტ მონეტას წარმოადგენდა) მხოლოდ ერთს ხალჯავდა საკვებში; შემდეგ სამეძაო სახლში მიდიოდა, დანარჩენ მონეტებს ერთ მეძავს აძლევდა და სთხოვდა:
    -ღვთის გულისთვის გევედრები, ამ საფასურად ეს ღამე წმიდად შეინახე და ნურავის გაიკარებ!
    მეძავი დასაძინებლად წვებოდა, ხოლო ღირსი ვიტალი მთელ ღამეს სიფხიზლესა და ფსალმუნთა გალობაში ატარებდა. დილით კი მეძავს აიძულებდა, არავისთვის არაფერი ეთქვა. ასე ატარებდა ყოველ დღეს ღირსი ვიტალი შრომასა და მეძავებისთვს ლოცვაში. ხშირად ამ სათნო კაცის ქცევით მხილებული და შერცხვენილი მეძავები მასთან ერთად მოიდრეკდნენ ხოლმე მუხლს და ლოცვას იწყებდნენ. ვიტალი მათ სინანულისკენ მოუწოდებდა, უყვებოდა, თუ რა საშინელი სასჯელი ელით მეძავებს და რა დიადი და დიდებული - მონანულებს. მისი ქადაგების შემდეგ მრავალი მათგანი მონასტერში წავიდა. ზოგმა ოჯახი შექმნა; ზოგიერთმაც თავი დაანება ამ ცოდვილ ცხოვრებას და პატიოსანი ცხოვრებით დაიწყო ლუკმა პურის შოვნა
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები