ავტორი:
ეგნატე და კალისტე კსანთოპულები
თემა: ლოცვა, მადლი
რას ეძიებ იესოს ლოცვაში? რას და გულში მადლის ცეცხლის აბრიალებას, რითაც დასაბამი ეძლევა განუწყვეტელ ლოცვას და რომლითაც შეიცნობა მადლმოსილი მდგომარეობა. როგორც კი გულში ღვთის ნაპერწკალი ჩაგივარდება, იესოს ლოცვა გააღვივებს მას და კოცონად აქცევს თუმცა თვითონ არ იძლევა ამ ნაპერწკალს, მხოლოდ მის მიღებას უწყობს ხელს. - რით უწყობს ხელს? რით და აზრებს ერთიანობაში ჰკრებს და სულს საშულებას აძლევს ღვთის წინაშე იდგეს და მასთან იმყოფებოდეს. ამას იქმოდა მაქსიმე კაფსოკალივიტი... დაე, ასე მოიქცეს ყველა, ვინც მადლის ცეცხლს ეძიებს, ხოლო სიტყვებსა და სხეულის მდგომარეობაზე ნუ იზრუნებს. ღმერთი გულს უმზერს.
მე ვსაუბრობ მათ წინააღმდეგ, რომლებსაც დაჰვიწყებიათ გულიდან ღაღადის შესახებ... მათი გარჯა მხოლოდ სიტყვებისა გარეგნული მდგომარეობისკენაა მიმართული. მუხლმოდრეკით ლოცულობენ რა იესოს ლოცვის განსაზღვრულ რაოდენობას, მოსვენებას ეძლევიან და ტაძარში საერთო ლოცვაზე მოსიარულეებს განიკითხავენ. ზოგიერთნი მთელ ცხოვრებას ასე ატარებენ და საერთოდ, მადლის გარეშე რჩბიან. ვინმეს რომ ეკითხა ჩემთვის როგორ სჯობს ლოცვაო, ვუპასუხებდი: ღმერთს სასოებდე, მუდამ გახსოვდეს ღმერთი და მიეჩვიე ღვთის თანამყოფობაში სიარულს; ამისათვის რამდენიმე მოკლე ლოცვა ამოირჩიე, ან თუნდაც აიღე იოანე ოქროპირის 24 მუხლიანი ლოცვა და შესატყვისი აზრებითა და გრძნობებით ხშირად იმეორე ისინი. ჩვევის ძალით ღვთის ხსოვნა თანდათან გაანათლებს გონებას და გულს გაათბობს. ბოლოს და ბოლოს გულში ღვთის ნაპერწკალი ჩაგივარდება - ესაა მადლის სხივი, მას ვერაფრით აღანთებ, რამეტუ ის უშუალოდ ღვთისაგან გამოდის... ამის შემდგომ შეგიძლია მხოლოდ იესოს ლოცვით შემოიფარგლო, მისი მეშვეობით გააღვივო ლოცვის ნაპერწკალი და ცეცხლის ალად აქციო იგი. ასეტია პირდაპირი გზა.