
თემა: ლოცვა, ადამიანის სიყვარული ღვთისადმი
როგორც თევზი ცხოვრობს წყალში და წყლით, ასევე ღვთის მოსიყვარულე სულიც ლოცვაში და ლოცვით ცხოვრობს. ეს იმისაგან ხდება, ღვთის მოსიყვარულე სული განუწყვეტლივ ისწრაფის და სწყურია თავისი საყვარელი შემოქმედი. ეს სწრაფვა ზოგჯერ იმდენად დიდია, რომ ღვთის სიყვარულით ანთებული ადამიანები ძილშიც ლოცულობენ და თანაც, ისე ძლიერად, რომ ზოგჯერ ლმობიერების ცრემლები გამოაღვიძებთ ხოლმე.