image

თემა: ლოცვა

არ გიფიქრიათ განა, რომ თუ დილით ნახევარ საათს მიუძღვნით ყურადღებითა და შემუსვრილი გულით დილის ლოცვის, სახარებისა და სამოციქულოს თითო თავის წაკითხვას, ამით მთელი დღისავის მიიღებთ სულიერ მუხტს და საქმე უკეთესად გამოგივათ, უფრო უკეთესი აზრები გაგიჩნდებათ, ჯანსაღ გადაწყვეტილებებს მიიღებთ, გამოგიჩნდებათ შემწე, დამხმარე, ოღონდ ყოველივე ამის შესახებ დილით უნდა სთხოვოთ უფალს. იგივეა საღამოსაც, ძილის წინ: ოცი–ოცთაათი წუთი ლოცვისა და უფალი რამდენიმე საათში აღგიდგენთ მთელი დღის მანძილზე დახარჯულ ძალებს, მოგანიჭებთ სიმხნევეს. რომელ თქვენგანს აქვს იმის გარანტია, რომ ენერგიის აღსადგენად დაწოლილი არ დაიძინებს საუკუნო ძილით? აი, რას ამბობს წმინდა მამა იოანე დამასკელი ძილისწინა კანონში ჩართულ ლოცვაში: „განანათლენ თუალნი ჩემნი, ქრისტე ღმერთო, ნუ უკუე დავიძინო მე სიკუდიდ, ნუ სადა სთქუას მტერმან ჩემმან, მრე ვეყავნ მას“.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები