image

თემა: ლოცვა

აქ. ამ ამაოებისა, მრუშს, ცოდვიან სოფელში, ჩვენს სულსა და ხორცს განუწყვეტლივ, ხშირად შეუმჩნევლადაც ერჩის "...მღილი და მჭამელი და მპარავი" (მათ.6,19) ფიქრს ამოფარებული ხელცივი (მპარავი) სულ იმის ცდაშია, გამოგვასალმოს სულის საუნჯეს, რაცაა: "...სიმართლე და მშვიდობა და სიხარულია სულითა წმინდითა" (რომ.14,17). რა ქნას, როგორ იზღვიოს კაცმა თავი განმხრწნელი ცოდვებისაგან, აზრებს ამოფარებული მპარაბებისაგან? რწმენით და სინანულით სავსე ლოცვით. ესაა, რომ აცოცხლებს, აღადგენს ჩვენს გახრწმილ, გულისთქმებისაგან მოტყუებულ სულს, მუსრს ავლებს აზრებს ამოფარებულ ქურდებს. ასეთი ლოცვა მათთვის მახვილია ალესილი, ჩვენთვის - წყარო ძლიერებისა, სიცოცხლე, ცხოვრება. დიდება უფალს! ლოცვა გვიფარავს, გვიცავს კიდეც ცოდვისაგან. რწმენასავსე ლოცვით ლხენაა, შვებაა სიცოცხლე, რადგან ლოცვისას ღმერთთან ვცხოვრობთ, ვინც მვედრებელთ ყველა სიკეთე აღუთქვა: ითხოვდეთ და მოგეცეს თქუენ; ეძიებდით და ჰპოვოთ; ირეკდით და განგეღოთ თქუენ, რამეთუ ყოველი რომელი ითხოვდეს, მიეღოს, და რომელი ეძიებდეს, პოვოს და რომელი ირეკდეს, განეღოს. (მათ.7.7-8) დიდება უფალო შენს მართალ პირობას!
    მიმადლე უფალო, ყველა მლოცველს, ვინს ჩემი (იგულისხმება: წმინდა იოანე კრონშტანდელი - მთ.) უღირსის სახელით გევედრებოდეს, სიკეთე მრავალფერი დ სასურველი გულისა.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები